აღმოსავლეთი
უმცხუნვარესი,
მარადჟამად მწველი ტაროსი . . .
და დრომადერებს ადევნილი
მკვლელი უდაბნო . . .
დარახტულ ტაიჭს შემომხტარი მძლე ბარბაროსი . . .
გუმბათის ჩრდილქვეშ მოფართხალე
ქათქათა გვრიტი .
. .
ჰაეროვანი ჰურიებით სავსე ჰარემი . . .
და კვერთხადქცეულ უხსენებლის
თვალი _ ბივრიტი . . .
ზღვარდაუდები მორჩილება და სიამაყე,
ნახტომის წინა გარინდება მარად საშიში,
ჯაჭვით დაბმული მთვარეების საცოდაობა,
შლეგი სისხლი და . .
.
ცოტა ჰაშიში..