მამედლი იმირ
გაზიარება

ბოშა გოგონა ექსკლიუზივი

ბოშა გოგონამ აიწია წვივებზე კაბა
და შემოტოპა წყალში ალივით.
ტალღის ბუტბუტში მან მდინარე ძლივს გადმოტოპა,
შიშველ წვივწბზე ჩემი მზერა გადაზდიოდა
მჩქეფარ წყალივით.

ტანს მიეტმასნა სველი კაბა, ვით ფიქრი სიტყვას,
ფონს გამოვიდა, გზას გაუყვა პირმომცინარი.
მიდიოდა და მიაპობდა ძალიან დიდხანს
ის ჩემი ვნების აღელვებულ მღვრიე მდინარეს.

??????