მამედლი იმირ
გაზიარება

თადარიგი ექსკლიუზივი

დრო ძალზედ მძიმე მიდის,
ილუზიურად მიჰქრის.
როგორც საგზალი, უნდა
გამოვიზოგო ფიქრი.

გადავიღალე ძლიერ
ადამიანთა ბაზრით.
როგორ საწვავი, უნდა
გამოვიზოგო აზრი.

დღე სანთელივით დნება,
სიბნელე წვება მუქი.
გრძელი ღამის თვის უნდა 
გამოვიზოგო შუქი.

დაიწრიტება წყარო - 
სალი, კლდის გრილი შარდი.
მკათათვისათვის უნდა 
გამოვიზოგო მარტი.

ვდნები, თანდათან ვდნები
ფიქრად, აზრად და ოფლად.
არყოფნისათვის უნდა
გამოვიზოგო ყოფნა.

??????