ჩხუბის მიზეზი ექსკლიუზივი
ორნი იდგნენ და
ხელების ქნევით ედავებოდნენ ერთიმეორეს.
მხოლოდ ხელს ზემოთ,
მხოლოდ ხელს ქვემოთ,
მხოლოდ ხელს აქეთ,
მხოლოდ ხელს იქით
რაც იყო, იმას გულისხმობდა ხელების ქნევა.
და ხელით რასაც ვეღარ სწვდებოდნენ
ეს იყო მათი ჩხუბის მიზეზიც.
მიმოდიოდნენ მათი აზრები ხელის ცეცებით.
სწორედ ამ გვარად ესაუბრებოდა
ქარში ერთმანეთს
გვერდი-გვერდს მდგომი ორი ჭადარი.