მამედლი იმირ
გაზიარება

ფრენბურთი სიტყვებით ექსკლიუზივი

მაშინ სულ სხვა დრო იყოო, მეტყვი,
გეტყვი, მუდამჟამ სხვა და სხვა დროა.
და დაგიბრუნებ,
როგორც ფრენბურთის თამაშისას
უბრუნებენ ბურთს იქით მხარეს.

თანაც დრო უნდა გასწვდეს იმ სივრცეს,
რომელსაც თავზე გადაუფრინა,
ვით ქორის ჩრდილმა.
თუ ვერ გასწვდება,
როგორც ტრაკტირის მოკლე საბანი
ლამანჩელ რაინდს, 
მაშინ ის დროც ვერაფერი შვილი ყოფილა.

მაშინ სულ სხვა დრო იყოო, გაიმეორებ,
და დაგიბრუნებ
როგორც ფრენ ბურთის თამაშისაც
უბრუნებენ ბურთს იქით მხარეს.

??????