მამედლი იმირ
გაზიარება

დამცველი ექსკლიუზივი

ქალები დგანან
ჩვენი სულების მყიფე სიმშვიდის
სადარაჯოზე,
და მას იცავენ,
და მას იცავენ მარტოობისგან,
ქალი სურნელზე,
ქალის ხმაზეც კი რომ დაფრთხება და
გაიძურწება ხოლმე უჩუმრად.

თავს დასტრიალებს ქალი მამაკაცს,
რომ საიდანმე არ მოეპაროს
მარტოობა ამ სუსტ არსებას.

??????