მამედლი იმირ
გაზიარება

მზერა ჭუჭრუტანიდან ექსკლიუზივი

ჭუჭრუტანიდან ვუყურებ
სამყაროს ოღრაშობასა, - 
როგორ აღნიშნავს იუდა
იესო ქრისტეს შობასა.

ჭუჭრუტანიდან ვუყურებ
სამყაროს ოღრაშობასა, - 
"მუსლიმის" ღრეობასა და
ღვინო-შარბათით თრობასა.

ჭუჭრუტანიდან ვუყურებ
სამყაროს ოღრაშობასა, - 
ვით ეფიცება მოსისხლე
მტერი მტერს ურღვევ ძმობასა.

ჭუჭრუტანიდან ვუყურებ
სამყაროს აწონ-დაწონილს ... 
კარზე მომადგა მემაწვნე
და მომიტანა მაწონი.

??????