მამედლი იმირ
გაზიარება

ეს მე ვარ ექსკლიუზივი

ეს მე გახლავართ,
მე - გვერდზე ქოჩორ გადატკეცილი
ათი წლის ბიჭი.
ნელა მივყვები
ფაშიანის ერთად-ერთ ქუჩას
იქით უბნისკენ.
(ორად-ორი უბანი აქვს სოფელ ფაშიანს
და მე გახლავართ აქეთუბნელი),
მსურს გავიარო საზაფხულო არდადაგებზე

ჩამობრძანებულ
მოკლეკაბიან ქალაქელებთან.

ეს მე გახლავართ,
და რა ვიცი, რომ
ორმოცდაექვსი წლისას ზამთარში
ტელევიზორთან მოკლათებულს
ეს საღამო გამახსენდება,
და სიოსავით სასიამოვნო ჟრუანტელი
დამივლის ტანში...

??????