მამედლი იმირ
გაზიარება

აკრძალური აზრის დაბადების ჟამი ექსკლიუზივი

დიდხანს მალავდა გულნადებს თვისას,
ქარი კი ჰქროდა ფიქრთა მწეწავი,
დიდხანს მალავდა, როგორც ნაბიჭვარს
ფართო კაბის ქვეშ მალავს მეძავი.

იწურებოდა ჟამი შრატივით,
ფიქრით ფეხმძიმემ დიდხანს იარა.
გამოსავალი იყო მარტივი, -
დრო დაუდგა და იმშობიარა.

??????