მამედლი იმირ
გაზიარება

სიკვდილას საცვალი ექსკლიუზივი

გადახტებოდა სიკვდილა,
შეირხეოდა აუზი,
საცვალი ეცვა იმხელა,
შიგ დამალავდი მაუზერს.

დაბერდა ძველი დრო-ჟამი,
სხვა დრო მოგვადგა ტივითა.
მტერთა გაფინეს დროშანი
სიკვდილას "ტრუსიკივითა".



განმარტება: სიკვდილა გახლდათ ვინმე მჭლე ბიჭი, მგონი ცხოვრობდა ახალსოფელში. დღეს გახსენება ყველაფრის მიჭირს , თუმც მისი სახე მახსოვს პროფილში.მის ჭრელ საცვალზე ხომ მოგახსენეთ, ჩემს ბავშვობაში რა არ ხდეოდა. სიკვდილას დარდი კვლავ არ მასვენებს, წყალში ყოველთვის მუცლით ხტებოდა. 

??????