ბაბულაოღლი სალიმ
გაზიარება

ლიტერატურის გაკვეთილი მეთევზის ბავშვებისათვის ექსკლიუზივი

თუ არ მივიღებთ მხედველობაში ჩვევებსა და
ყოველდღიურ დამქანცველ საქმეს,
თუ არ მივიღებთ მხედველობაში დაბადებას და
დასალიერის მიმართულებას,
მაშინ უნდა ვაღიაროთ,რომ არვინ ცხოვრობს ისე როგორც
ელოდება დღის გათენებას.
მივდიოდი და პირველ წინადადებაზე ვფიქრობდი გზა-გზა,
იგი ფურცელზე დაახლოებით ამნაირად მოეწყობოდა:
ადამიანს ლაპარაკი უნდა ყოველთვის,
მაგრამ ხშირად კი იქ არ არის ,სადც უნდა იყოს,
და არ არის მთლად სასურველ გარემოცვაში.

ყველა მარცხდება თავისთავთან,
და როგორც ჩრდილი იბლანდება თავის ფეხებში.
ამას როცა გრძნობს,ფეხებს მიწას ურტყამს სიმწარით,
მაგრამ ჩრდილებს ვერვინ გათელავს.

რუსული ფილმი მახსოვს: ჩრდილები შუადღით ქრებიან.
სხვაგვარად რომ ვთქვათ: მზის ხუმრობა ნივთებთან და ადამიანებთან.
უჩრდილოდ ხატავდნენ ადამიანებს აღმოსავლეთში,
ეს ალბათ მაშინ მზისგან ისწავლეს.
ალბათ ეს არის მინიშნება იმაზე,რომ
ყველგან, ყოველთვის მოსალოდნელი არის სიკვდილი.

8.15-ია .ძვალ-რბილში გვატანს დრო, ვით სიცივე.
ცოტა ხანში ზარი იქნება.
ზარს ელოდება ყველა ყოველთვის...

წიგნის თარო საამაყო არ არის სულაც,საშიში კია.
წარმოიდგინეთ,რომ შანსი აქვს ყველას, სულ ყველას
100 წელი იცხოვროს ქვეყნად,
და პირველ დღიდან შეეძლოს კითხვა.
დღეში ერთ წიგნს თუ ვიანგარიშებთ
დაახლოებით 36 500 წიგნი გამოვა ბოლოს.
მსოფლიოში კი უამრავი წიგნია ახლა.
ამიტომაც წიგნებით არა,საქმეებით დაიკვეხნეთ, უმჯობესია.
დაიმახსოვრეთ,ჩვენ მუდამ ცოტა გვეცოდინება.
თუმც არის წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხოთ აუცილებლად...

ბედი არ არჩევს,ახალია თუ ძველის ძველია.
იგი ჩვენ გვერწყმის.
აი ამბავი ლელისა და მეჯნუნისა, ოღუნდ ცალმხრივი.
ასეთს კი ,ასეთს “ადნალუბი “ ჰქვია რუსულად...
თუმც რა აზრი აქვს,
თაგვი ცოტათი თაგვი თუა, ცოტათი კიდევ ვარია გახლავთ.

სიტყვები ჩვენი, ჩვენი სიტყვები.
ბავშვებო,იცით,ისეთებიც არსებობენ ,რომ
ისინი,რომ არ ყოფილიყვნენ,არაფერი შეიცვლებოდა.
მაგალითად,სიტყვა ასფალტი.
ეს მაშინ ვიგრძენ,როცა ჩამოველ სანაპიროზე .
პატარა ყვავილს ამოერღვია სქელი ასფალტი,
ამით ყვავილმა მიანიშნა მიწისა და გზის სიძლიერე.
მასწავლებელი გვყავდა ჩვენ ერთი,
იგიც ვით ყველა, აორთქლდა ყოფის ცხელი ქვაბიდან.
აღელვებული შემხვდა ერთხელ,გული გამიხსნა.
ერთი ქალი შეუჩნდა თურმე.
“ კალთა ჩამოიბერტყე,მოიშორე ეშმაკიო “,უთქვამს ქალისთვის .
ქალს გასცინებია, ჭკუის დარიგება არავის უყვარს.
ადამიანი ,ვიდრე აღიქვამს თავის სქესს კარგად
პირველ დღეებში ტირის და მოსთქვამს.
თუ გადაწყვეტთ,რომ მწერალი გახდეთ,
არ აგცდებათ სატირისა და სარკაზმის წვიმა.
მაშინ ტირილი თუ მოგინდებათ
რწმენა მაინც შენარჩუნეთ.
და იცოდეთ,რომ ნამდვილი რწმენა
ურწმუნოების სიძლიერით არ იზომება,
თუმცა მისით სტაბილირდება.
მუდამ გახსოვდეთ,ყველა შედეგი და ანგარიში
გარკვეულწილად მცდარი არის თითქმის ყოველთვის.
“ ერთიო “-ო ვამბობ, და იმ წუთში ეს მე გახლავართ,
ხვალ სხვა იქნება.
თქვენ,ჩვენ და სხვანი.

თუ არ დავწერთ ნაცვალსახელებს ,არაფერი არ შეიცვლება.
მაგალითად: მე სკოლაში მივდივარ ახლა.
ანდა: სკოლაში მივდივარ ახლა.
მე, ქედმაღლობა და სიამაყე .
რეფორმის არა, არსებობს შეცვლის საჭიროება.
ისევ დუმილი...

დუმილი რითმავს სულყველა სიტყვას.
ისევე ნათლად და გასაგებად,ვით თავად არის.
იგი ყველა სიტყვის დედაა.

მომხრე არა ვარ თუნდაც პირადი გამოცდილების
სულ ბოლომდე გაზიარების.
და გულწრფელობა თქმაში კი არა ,უთქმელობაში არის მეტადრე.
თუ დუმილი დროული არის,წრფელია იგი.
მაგალითისთვის ჰკითხეთ,მეთევზე მამიკოს ჰკითხეთ,
და იგი გეტყვით, რატომ იჭერენ და ჰკლავენ თევზებს?
მაშინ თევზები დუმილჩამდგარ თვალებს მოგაპყრობთ.
ეს არის ღრმა და ზუსტი პასუხი.
რეპროდუქციაში არ აგერიოთ ესე ცხოვრება,
იგი გახლავთ ორიგინალი.
მისი გაყოფა, ან გამრავლება,რათქმა უნდა,შემცირებაა.
და ნუ დახარჯავთ თქვენ ამ ცხოვრებას
სიცოცხლესა და ლამაზ ტექსტებში.

მუზეუმები ხალხის მზითია სახელმწიფოსთვის...
სულ სხვა რამის თქმა მინდოდა ახლა.
გალერეაში,ან მუზეუმში თუ მოხვდეთ ოდეს
და სულელური ნამუშევრის წინაშე მდგარი,
უფრო სწორად, თავშეყრილი ხალხი თუ ნახოთ,
იქვე სულ ახლოს დოინჯშემოყრილ მხატვარსაც ნახავთ.
მას ფურცელი მიეცით უმალ
და სთხოვეთ რომ დაგიწეროთ ორიოდ სიტყვით,
რა აზრსა და შინაარსს დებს ის ამ ნახატში.
თუ შეყოყმანდა და ვერაფერი ვერ დაგიწერათ,
გწამდეთ,ნახატი გაცილებით ღრმა ყოფილა ,ვიდრე გვეგონა,
ზუსტად ისე,როგორც თქვენი ნაფეხურები.
მწამს,რომელიღაც წმინდა ტექსტში შეხვდებით ასეთ წინადადებას:
“მან ცა და მიწა შექმნა და მიხვდა ,რომ ლამაზია ეს ყველაფერი “.
თუ წაიკითხავთ, იცოდეთ,რომ ეს კაცის ხელით ჩაწერილია.
მიხვედრა,თუნდაც მოგვიანებით რამის მიხვედრა
ადამიანური თვისება გახლავთ.

ბავშვებო,თქვენთან როს მოვდიოდი
წიგნის მოტანას ვაპირებდი,რომელსაც ყდაზე
კალმახისა და მოხუცი მეთევზის სურათი ექნებოდა გამოსახული.

თუმც შემეშინდა,ვაი თუ თევზი
დაგისხლტეთ და გადაეშვას ოცნების ზღვაში...
მოხუცი კი ... თქვენს წინაშეა.

21 ივლისი 2010 წელი
 
თარგმანი:იმირ მამედლი

??????