ქებურია ბელა
გაზიარება

მამის წერილი შვილებს ექსკლიუზივი

ერთ ქვეყანაში თურმე ასეთი წესი ჰქონიათ,
როცა მშობლები დაბერდებოდნენ, შვილები
გოდორში ჩასვამდნენ, აიყვანდნენ მთაზე და
იქ ბედის ანაბარა ტოვებდნენ.
P.S. ვიმედოვნებთ, გოდორი უკან მოჰქონდათ...

აღარ გვეძებოთ, თქვენ არ გჭირდებით,
არც მე და აღარც ჩემი თაობა,
მაგრამ სიმშვიდეს ვერ დაგპირდებით,
რადგან მე მყოფნის გამბედაობა,
გითხრათ - არა ხართ ამ ნდობის ღირსი,
გითხრათ - მოჰკვეთეთ მუხი ხარ-ირემს,
ახლა მშობლის იმ იმედით გიცდით,
მონანიებას, ვინძო, აპირებთ!
მაგრამ ამაოდ, თქვენ თქვენი გზა გაქვთ,
მიდიხართ, ფარას მიერეკებით...
თქვენს შარაგზაზე ცრემლები რჩება...
ჩვენს ტბაზე დასხდნენ თეთრი გედები...
თქვენს ტყეებს ხურხის ხმაური ზარავს...
ჩვენს ტყეში შფოთავს ნუკრი პაწია...
თქვენთვის შლით ფარჩის სრასა და კარავს...
თქვენს ხალხს - კი ტანზეც აღარ აცვია...
თქვენს დაღლილ ზეცას ტყვიის ფერი აქვს...
თვალებს სიცივის და გულგრილობის,
არ დაიჯეროთ - იქნებ მოშუშდეს,
მაგრამ დარჩება ხსოვნა ჭრიობის.
ხალხს მახსოვრობა უფრო დიდი აქვს,
ვიდრე ძაღლს ლუკმის - გადაგდებულის,
თქვენი წისქვილის ღარში მიდიან
მედროვენი და წყალწაღებულნი...
... მაგრამ ყველაზე მეტად მაოცებს,
უვიცს სწამს - იცის სუყველაფერი,
მაინც სად ნახეთ ამდენი თქვენი -
ზნის, სისხლის, ხორცის, აზრის საფერი...
თქვენი კანონი - გილიოტინა,
სამართალს თავი რომ შეაფერა,
უღირსი ხელით შეეპოტინეთ - ზნეობას,
(იხდით თავშესაფარად).
და როგორც წესი, ლამაზ აბრების,
უკან გამეფდნენ ცრუ დაირების,
ცრუ მუსიკალურ ხმაზე აღზრდილი,
მხოლოდდამხოლოდ თქვენნაირები...
ცრუ მგზნებარება, ცრუ თავდადება...
და აღტაცების ყალბი სიწრფელე...
საოცარია, სულ არ გაწუხებთ
და თვითკმაყოფილ სახით იფერებთ,
რა მონურ სახით გიძღვნით ნაციაც,
ცრუ აპლოდისმენტს, ცრუ ტახტ-გვირგვინებს,
ხშირად იცვლება დეკორაცია,
შინაარსი კი რჩება იგივე.
ერთი ბგერაც და... (რა გემართებათ?!)
ზღარბის ეკლებს რომ ისხამთ მაშინვე,
ლანძღვა-გინება იმდენად არა,
თქვენი ღიმილი უფრო მაშნებს!
როგორ გელოდით, თან რა იმედით,
როგორც გმირებს და როგორც მესიას,
თუმცა ვიცოდით ეკალს და ვარდსაც,
ერთი ჯიში და ერთი ფესვი აქვს...

25.10.2006

??????