ქებურია ბელა
გაზიარება

მიქრის მატარებელი ექსკლიუზივი

თემურს

მიქრის მატარებელი,
მიქრის მატარებელი...
და ზღვის სუნი მიხმობს,
მიქრის მატარებელი...
გული უფრო
სწრაფად ქროლვას ითხოვს.
მიქრის მატარებელი,
მიქრის მატარებელი,
მიდი-მოდის ხალხი,
მიქრის მატარებელი...
და მიმარწევს უშენობით დაღლილს...
მიქრის მატარებელი,
მიქრის მატარებელი
და ხეობებს გასდევს,
მიქრის მატარებელი...
ათასნაირ ჯურის ხალხით სავსე.
მიქრის მატარებელი,
მიქრის მატარებელი,
გული ვატყობ,
კვლავ საგულეს დგება,
მიქრის მატარებელი,
მის ქროლვაში მეფანტება
განშორების სევდა...
შენი მწვანე თვალები,
ზღვით და ღელვით მთვრალები,
ასეთ განცდით მელოდება ნეტავ?
მიქრის მატარებელი,
მიქრის მატარებელი,
ხარაგაულს გავცდენილვართ უკვე,
ირგვლივ თოვლის ზოლები,
როგორც ნიამორები
ეპარება მაყვალოვან ბუჩქებს...
მიქრის მატარებელი,
მიქრის მატარებელი,
და შენ ჩემო,
მწვანეთვალა პრინცო,
ოცდასამი წელია,
ერთ უღელში შევბმულვართ
და უფლისგან სიყვარულის
მფარველობას ვითხოვთ.
მიქრის მატარებელი,
მიქრის მატარებელი,
ფერდობებზე ყოჩივარდა ღვივა,
მიქრის მატარებელი,
მიქრის მატარებელი,
მე-კი შენთან ორდღიანი
განშორებაც მტკივა...
მიქრის მატარებელი,
მიქრის მატარებელი...
შუადღევდება,
უკან რჩება დილა,
მიქრის მატარებელი...
თუ გრძნობ, გიახლოვდები...
მოვალ...
თვალებს დაგიკოცნი ფრთხილად.

??????