ქებურია ბელა
გაზიარება

ევას ექსკლიუზივი

წაგძლია სულმა
და იგემე ნაყოფი ცოდვის,
მას შემდეგ ცოდვა აღემატა
მადლს შუქმფინარეს,
აი, იმ დღიდან სულ დიდდება
ცოდვა და როდის,
კაცმა არ იცის,
გადაგვლეკავს ცოდვის მდინარე...
ფიქრობდი ნეტავ შენს მოდგმაზე?
(თუმც მეტყვი რაღას...)
ვარ სინანულსა და ცრემლებში
მთლად გალუმპული,
გწერ ახლა უკვე მყოფადიდან
წარსულში ბარათს...
ევედრე უფალს,
დაიწყება სანამ უფსკრული!

??????