ქებურია ბელა
გაზიარება

ლექსო! ექსკლიუზივი

შენ ხომ ჩემი პირმშო ხარ,
შენ ხომ ჩემი შვილი ხარ,
როცა ვმღერი _ მღერიხარ,
როცა ვტირი _ ტირიხარ...
როცა ხმალს ვლეს, შენს ფხაზე,
მზე სულ ციმციმ-ციმციმებს,
თუ ვწუხ _ შენაც გატყობ, რომ
გემატება სიმძიმე.
რა ღვთიური სხივის ხარ,
რა ღვთიური მადლის ხარ,
წამით რომ დაგივიწყო,
სუნთქვასავით მაკლიხარ.
ჰოდა ბოლო ნაბიჯიც,
ერთად უნდა გადავდგათ,
რომ იქ, გაღმა ნაპირზეც
მომიკითხო _ სადა ხარ?!
გთხოვ, წამით არ დამტოვო,
სულს იქმც ედგე მფარველად,
სადაც ცის გზა იწყება
და მიწისა მთავრდება...

??????