ქებურია ბელა
გაზიარება

* * * ჩემს ვაჟს ექსკლიუზივი

ჩემს ვაჟს _ დავითს

ჩემს დაღლილ მზერაში ჩამდგარია
ცრემლების პაწია მარგალიტი,
შენს საგაზაფხულო რია-რიას
არ მეგონა, თუ გადავღლიდი.
რაღაც უცნაურად გაუხეშდი,
გზა-გზა დამიყარე ცის ნამები,
მეგონა ყველაფერს გამიგებდი
და ჩემს დიდ სიყვარულს იკმარებდი.
დაფერფლილ ნაკვერჩხლებში მიმალულა
გული _ ნაპერწკლებად მოკვესარი,
შვილო, რა უცებ გამეზარდე,
ლომის ბოკვერივით მომესწარი.
შენი ადლი გაქვს და გასახედიც,
შენი თაობისთვის შესაფერი.
ზოგჯერ ბარტყივით უმწეო ხარ,
ზოგჯერ არწივივით ასაფრენი.
გული სიყვარულით ამვსებია,
თვალები სისველით (რისგან არი?),
ჯერ ისევ ბავშვი მგონიხარ და...
ღმერთო, რა უცებ მომესწარი!

??????