ქებურია ბელა
გაზიარება

მე ვფიქრობ ახლა ექსკლიუზივი

მე ვფიქრობ ახლა,
იმქვეყნიურ, მიღმიერ სულთან,
რა პაემანი ასტყდომია
სიზმარს მშფოთვარეს,
იქნებ რაღაცის არიდება
ან ახსნა სურდა,
ვიდრემდის ეკლის
გვირგვინით შუბლს შემიმოსავენ...
არა! ნამდვილად
სხვანაირი დიდება მსურდა,
არა მარტვილის, მომნანიეს,
ანდა ცოდვილის,
მე ამ უაზრო არსებობის
დალეწვა მსურდა,
რათა ამეძრო სულისათვის
ხორცის ბორკილი.
მაგრამ მიზანი, გამჩენელო,
შენი სულ სხვაა...
თუკი ვიჩქარე,
არსებობას მომისჯი ისევ...
და ამიტომაც გირიგდები,
ვდგები მორჩილად,
და განდობილის
ცრემლიანი თვალებით გიმზერ.

??????