ქებურია ბელა
გაზიარება

ლექსი _ საკენკი ექსკლიუზივი

ღამით, როცა ვიძინებ,
ეღვიძებათ ტკივილებს
და ასკდებათ სხეულზე,
დღით ნაცვამი სამოსი...
შიში, როცა სადგურებს
მია-შეა-კივილებს...
ვყვირი და მეღვიძება:
მართლა ხომ არ წამომცდა??
თავი ბალიშს ვერ ჰგუობს,
ზურგი ჰორიზონტალურ
ყოფას გადაეჩვია _
ავსიზმრებსშეჩვეული...
და ჩემს არავოკალურ
ხმებსაც გზა აერიათ.
ჩაუსაფრდნენ როიალს
და სანოტო რვეულიც
გდია ისე პირღია,
როგორც თოთო ბარტყები,
დედა-მერცხლის მოფრენას
ჭყივილით რომ ხვდებიან...
და ივსება რვეული,
(თუმც წვრილ-წვრილ საკენკით),
მეც ვამთავრებ და ლექსიც
სიზმარ-ცხადში ხეტიალს.

??????