დო მაჟორი
დო
-
ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ
როდესაც ზამთარს მიავიწყდა საკიდზე პალტო
ზღურბლიდან უკან შემოვაბრუნეთ.
რე
-
როცა ჩაიზე მივიწვიეთ
ჭიქაში ჩაი გაიყინა
და ჩვენ მოვირგეთ ციგურები.
მი
-
მივხვდი, რატომ მაქვს გულისრევა,
ხმაა რადიოაქტიული
და ამ ოთახში მით მეტია რადიაცია
რაც უფრო ვდუმვართ.
ფა
-
ადამიანთა ხმებს ვივიწყებ –
ეს ნიშნავს რომ მუსიკას ვუსმენ.
სოლ
-
ეს დოდან დომდე მანძილია,
ანუ შენიდან ჩემამდე სივრცე.
რადგან მე შენ ვარ
მხოლოდ ერთი ოქტავით ზემოთ
მაღალი ტონი, ქალური ტემბრი.
ლა
-
შენ გზას იგრძელებ –
ანუ სვლა გაქვს ქრომატიული.
სი
-
მინდა ამოჰყვე ნახევარტონებს,
ავცდეთ – ეს ნიშნავს დავსრიალდე -
ანუ გლისანდო.
დო
-
ვინმემ მოასწროს,
დაახუროს როიალს თავი
შიგ მოგვაყოლოს