ვერლენი პოლ
გაზიარება

სახურავზე უღრუბლო ცა (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

სახურავზე უღრუბლო ცა
ლურჯ ანარეკლს ტოვებს,
სახურავთან ხე ირწევა,
ანანავებს რტოებს.
ხეზე ჩიტი ტკბილად მღერის,
ზარი რეკავს ციდან,
ო, ეს შფოთვა დამქანცველი
მოდის ქალაქიდან.
აქ კი სულ სხვა სამყაროა, 
მარტივი და მშვიდი,
მადლობა ღმერთს, აქ ცხოვრება 
თავისი გზით მიდის.
_ ეს რა ჰქენი? ღამეებთან
ცრემლს რომ ინაწილებ,
რა უყავი, სად წავიდა
შენი სიყმაწვილე?

??????