ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

დიადი მონათება 

...დიადი ცოდნა
მოანათებს
და მზეებრ ელავს,
მისი სხივები
ათბობს ყველას,
ანათებს ყველას.

...ყველა ჩვენგანი
დღეს სავსეა
უკეთეს გრძნობით,
დიდი, ნათელი
სიამაყით,
დიდის დანდობით.

ერთი ძლიერი
სხივით მხარე
კიდევ ინთება,
ნათელ გვირგვინით
ჩვენი მხარე
დღეს გვირგვინდება.

ცხოვრების ზღვაზე
იგი გასწევს
ურყევ გემივით,
აკადემიით,
ჩვენს მედროშე
აკადემიით.

გამარჯვებათა
გაიშალოს
ყველა ალმები.
აღფრთოვანებით
ამ დიად დღეს
მე ვესალმები.

სალამი ნათელ
გზით მიმავალ
სამშობლო მხარეს,
სრულყოფისაკენ
სხვებთან ერთად
რომ მიიჩქარის.

1941

??????