ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ჰე, მამულო! 

ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა,
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „სამშობლო - უპირველეს ყოვლისა!“

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული - უპირველეს ყოვლისა!

მზე ჩაქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება - უპირველეს ყოვლისა!

დე, ბრწყინავდეს დროშად თვითეულისა
საქართველოს მკერდი ორდენოსანი,
მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი,
ის გვიყვარდეს უპირველეს ყოვლისა!

1941

??????