შორს იალქნები სჩანან
შორს იალქნები სჩანან ზეფირად.
ზღვას და მეზღვაურს, მოგზაურთ ხმაურს - და აურ-ზაურს ვიცნობ ზეპირად.
შავი ზღვის პირად შენ იდექ მწირად: გეტყოდა ტალღა: წავიდეთ ძირად.
მაგრამ, აჰ, შველა: შორს ცისარტყელა გაჩნდა და ელავს შავი ზღვის პირად.
შორს იალქნები ჰქრიან ზეფირად.
1940
|