ცა
მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან ფიქრი ფრინველის ნისკარტით. ცაო, სივრცეებს მზის გარდა მელან-იისფრად ნისლავდი. ფრთებზე ოცნება გეწერა ტანზე ბინდების ზეწარი. მინდოდა ჩემი თვალების სარკეში ამომეცანი. ვცურავდი მელნის ნისლისკენ წითელლაქება სიზმრებით - ახლა არ ვიცი სისხლისგან ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები.
|