სიხარულით გავალ ხალხში
ამოვიდა
თუ არა მთით
დიდებული მნათი,
ფანჯარასთან
მსწრაფლ მიიჭრა
მხიარული რატი.
და შესძახა:
„აწი ვერ მძლევს
შენი სუნთქვა ავი,
სიზარმაცევ,
სიზარმაცევ!
დამანებე თავი!
დღეს გათენდა
ოქტომბერის
ოცდასამი წელი,
სიხარულით
გავალ ხალხში,
როგორც ოქტომბრელი.
სიხარულით
აივსება
გზა - სიმღერად მრხევი.
დედა! მომეც
ჩემი დოლი,
ჩემი ყელსახვევი“.
და ტოლებში
გადაეშვა
მხიარული რატი.
დღეა ლაღი,
დღეა ვრცელი,
დღეა იშვიათი.
1940