ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ბუნება მოქანდაკეა 

კლდე აჭარისა, თიხა ხანდაკის,
ხელსაწყო - ბევრი -
ყოველ ხელხებას ამ მოქანდაკის
ჰქვია შედევრი!

ხედავ ორფეოსს, ნიმფას, დიონისს
ნიჭთა მლოცვარი -
შორს რელიეფი კავკასიონის,
გასაოცარი!

თითქო სიმშვიდე ცისკრიან ტევრზე
ბასრი და მჭევრი
კრთის გრიგალიდან - ყოველ შედევრზე
დიდი შედევრი!

1940

??????