ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * წყალტუბოდან ქუთაისში... 

წყალტუბოდან ქუთაისში
მიმავალო ქარო,
თუ მაისის ქუთაისმა
გკითხოს, ვინა ხარო,
უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ,
არ კი უთხრა - ვისი,
ისეც იგრძნობს ქუთაისი,
ჩემი ქუთაისი!

1938

??????