მონბლანი
ლაჟვარდის გული, მდევივით ტანი! გაბრწყინვებული მოსჩანს მონბლანი. იგი დგას მშვიდად და უმოძრაოდ მშვიდი სიდიდით, მშვიდი საოცრად.
ადიდებული მოგრგვინავს რონა, გააფთრებული ვეფხვი მეგონა, ჰქუხს ტალღათ რიგით რისხვად და მოსვრად მწყრალი სასტიკად, მწყრალი საოცრად!
1938
|