ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

საკაცე, ჩანთა, აირწინაღი 

აგერ სწრაფმა სანიტ-რაზმმა
მიაშურა სანგრებს წინა.
მოქნილია, როგორც თასმა
და მაგარი, როგორც რკინა.

ფიცითაა მინაღები
საჭურველი ხელოვანთა,
ბანდი, აირწინაღები,
საკაცე და აბგა-ჩანთა.

ჭრილობების არის ხვევა,
გულმედგარი ებრძვის აირს -
როს ტყვიების არის რყევა -
და ქუხილი არყევს ჰაერს!

და ტრიალებს გაქანებით
მათი მძლავრი და მრავალი
თვითმფრინავი, მანქანები,
გემები თუ ორთქლმავალი.

რა დიდია მათი გრძნობა,
რა გულმტკიცე, რა მდიდარი,
სიცოცხლეთა გამოხმობა,
გამარჯვების საწინდარი.

1937

??????