* * * თბილისის მთანი კლდიანნი...
თბილისის მთანი კლდიანნი
გადასახულან მტკვარზე,
მთაწმინდის ქალნი თმიანნი
მწუხარედ სჩანან მთაზე.
ერთი ერთ საფლავს დასცქერის -
მწუხარე ბუმბერაზზე,
მეორეც - ჯვარით დასტირის:
- მომიკვდი რაზედ, რაზედ?!
ეს არის ხმა დაკივლების
ჩვენი ცხოვრების გზაზე,
უხიდოდ არ გაივლების
ამ სისხლის ალაზანზე.
1936