ადეპტის სონეტი
მინდა ვისმინო გულისყურით სამყაროს სუნთქვა,
ჯერ არ შეცნობილ, ჯერ არ სმენილ, ჯერაც უხილავ
აზრებად მინდა გამიელვოს ჭექა-ქუხილმა
და შემართული მახვილ-სიტვა ვლესო და სულ ვთქვა.
სიტყვა პირველად გასაოცრად და საკვირველად
ქმნიდა მნათობებს ცის ციგად და მე აწ მისი
ცა ვით საწმისი უწმინდესი გავისაწყისე
და მზე სხივოსან-მოგვირგვინე თეთრი გვირილა.
აზრებმა ფორმა, ფორმამ სივრცე, სივრცემ დროება
საყოველთაო შენი სუნთქვის რიტმით აღავსო,
ვით სიმრავლეში ერთეულის განმარტოებას
ყოველი არსი შენს სიცოცხლეს გამოსახავსო.
მეც პოეზია მინდა ვზიდო მზისკენ ლოცვებით
ზე შევწვდე სიტყვას, სადაც ქრისტეს კრთის საოცრება.