ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ვეზუვი 

მხოლოდ მთა იგი... იდგა მთა იგი,
დემონის ხელით მძლავრად ნახატი.
იწვა კლდე კლდეზე, იდვა ქვა ქვაზე
და იყო მხოლოდ ქვათა ღაღადი.

ქვას გული არ აქვს, როგორც შენ არ გაქვს,
ამაოებავ, დაუვიწყარო!
უცებ ქვა გასკდა და მის სიღრმიდან
ამოჩუხჩუხდა ცეცხლების წყარო.

ასე, პოეტის ბედიც: დუმილი
დიდხანს აწვალებს ქვათა სიმძიმით...
უცებ მოსკდება გრძნობათ ნაკადი
და სიბნელეში შედის ციმციმით!

1935

??????