ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

აპლოდისმენტი 

აპლოდისმენტი
ხანდახან არის
ის ზენა-ქარი,
შენ რომ ისმენდი,
ამოძრავება
სიყალბის ჩქარის -
აი, რა არის
აპლოდისმენტი.

ტაშიც საქმეა,
საქმეა, ვიდრე
აზრთა წყობაში
არა ხარ მრუდი.
ტაში - ზოგისთვის
არის სიმდიდრე,
ზოგისთვის კიდევ -
მხოლოდ აბსურდი.

მაგრამ თუ სწორად
დგეხარ, დადექი:
ტაში ცივია,
ტაში ჩქარია,
ტაში არ არის
გამოსადეგი,
თუ იგი მხოლოდ
ზენა-ქარია!

1933

??????