იაშვილი პაოლო
გაზიარება

"ღმერთო, ღმერთო" 

ცრემლის ცხარე ნაკადული, გულში სევდა ჩაქარგული,
უიმედო სიყვარული – არ მშორდება, სულ თან დამდევს...
სულის ლტოლვა სწრაფად ქრება, ჩემი ვარდი ნორჩათ ჭკნება...
ვაგლახ!... რაღა მეშველება? ვინ მომისპობს მწამლავ დარდებს...

ბედო რისთვის გამაწამე? გული ვერსად დავიამე...
ირგვლივ მეფობს ბნელი ღამე, - არსად მოჩანს შუქი მზისა...
ძილი ეტრფის ჩემს ქვეყანას – და სიკვდილიც გალობს ნანას...
ხელთ უპყრია შავ სატანას საიდუმლო სიცოცხლისა!

??????