ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ტრანსპორტი 

მეზღვაურები და ემბლემები
ისახებიან ზღვაზე მწვანეზე,
უზარმაზარი მიჰყავთ გემები
ყველაფრის დამტევ ოკეანეზე.
მაგრამ ელვარეს თეთრად თოლიებს
ფიქრებთან ერთად გააქვთ თარეში.
და ანძა ანძას გაიყოლიებს
ყველაფრის დამტევ სიმღელვარეში.

1930

??????