ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

თვალუწვდენი ქვეყნის 

ციკლიდან „პაციფიზმი“

თვალუწვდენი დიდი ქვეყნის
ყველა კუთხით მოდის ცნობა
არ უნახავს არასოდეს
თვალს ამგვარი მოძრაობა!
ყველა ერთად წინ მიიწევს -
ეს თაობა, ის თაობა.
განა წარმოსადგენია
ახლა გაუბედაობა?!

თვალუწვდენი დიდი ქვეყნის
ყველა კუთხით იძვრის ზვირთი,
გარდატეხის არნახულის
დიადია მაგალითი!
იაგუნდს სდევს იაგუნდი
და მარგალიტს - მარგალიტი!
მზით კრიალებს ლენინის გზა
და იდეა დიდზე დიდი!

1930

??????