ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

უსმენ ჟივილ-ხივილს 

უსმენ ჟივილ-ხივილს, ხედავ შენ ყურებით,
დილას ერთად ხვდებით შენ და ბეღურები.
შენ - თვალმოხუჭული, გულაღმა მწოლიარე,
ახლა ეს სიჩუმე შენი ცოლი არი.
საათი წიკწიკებს. რა მალე ინათა.
მოელი მზის სხივებს - დასს ბალერინათა.
დაეხსენ ძილ-ღვიძილს, დადგა დრო შამათის,
თავიდან, თავიდან მოდის ორშაბათი.

??????