ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

რადიო 

ციკლიდან „პაციფიზმი“

ხედავთ, რაგვარად შეამოკლა
რადიომ სივრცე!
ხოლო იქ, პარიზს,
ნიუ-იორკს, ლონდონს თუ ვენას -
იმპერიალისტურ
ხმაჩახლეჩილ რადიოსმენას -
ავსებს მუდმივი
შანტაჟები და ექსცესები.

აქ კი -
გასძახის სივრცეებს თბილისი,
პოეტი ხალხის
იგრძნობს რა ხანას,
ამ ადგილიდან რადიოთი
ამცნობს ქვეყანას,
რომ მასთან მიაქვს მღელვარე გული,
შრომა, ლექსი და სიხარული.

1930

??????