ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * თეთრი იძახის: ჰოი, რუსეთი!.. 

ციკლიდან „პაციფიზმი“

თეთრი იძახის: ჰოი, რუსეთი!
რაა მის ფასი?
მკვიდრს კი არ ახსოვს მასსაჩუზეტი,
სწამს მხოლოდ კლასი.

გეგონებოდათ, როდესაც სჩანდა
ტრიბუნა ბრძოლით,
მთვარის ნატეხი, ბოლიდი ან და
აეროლიტი.
ეხლაც კი თითქოს აქ იმისი
მკვეთრი ხმა ისმის:
გათამამება, ძირს ინგლისის
იმპერიალიზმი!

1930

??????