ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * აჰ, შორს გაისმის... 

ციკლიდან „პაციფიზმი“

აჰ, შორს გაისმის
ფოთლების ვალსი,
კაფეში:
ჰაი და ჰოი-რია,
ვიღაც გადავარდა.
რკალები წყალზე,
რკალები წყალზე,
რკალები წყალზე,
ამოირია!

1930

??????