* * * გაჰქრეს ბნელი ჟრიამული...
გაჰქრეს ბნელი ჟრიამული,
ის რუტინა უხუცესი,
ის მეფე და მემამულე,
ის ბანკირი და ხუცესი!
მზით აივსოს ქალაქები
და სოფლები ახალ ყანით.
გზა იქნება განაგები
არა თეთრი ხელთათმანით.
სწორზე უსწორესი წყობა
საქართველოს ახალ ხანის.
ჰგავდეს რკინის ნებისყოფა,
თვითეული ჩვენთაგანის.
მხოლოდ ბრძოლის ცეცხლში ვპოვოთ
დღე მაღალი, დღე ფრთამალი,
რომ არ დარჩეს საბოლოოდ
უკმარობის ნატამალი!
1930