ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * აზურმუხტდა ზღვა ლაღი... 

აზურმუხტდა ზღვა ლაღი,
აყვავილდა მთა-ბარი.
ვაჟს შვენის ჩაბალახი,
ქალს - თეთრი თავსაფარი.

ჩაბალახი წაკრული
სიამაყის ფერია...
არ ხარ შენ დაჩაგრული,
ვაჟიც ბედნიერია.

1930

??????