ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

დღე დღეს მისდევს 

დღე დღეს მისდევს, კვირა - კვირას,
ემატება ქირა ქირას.
განა ერთმა, ბევრჯერ მეტმა
იქაქანა, იქირქილა.
ვერ ვიხსენებ, ვინ და რატომ,
სად და როგორ ვინ აგინა,
შემიტყუა ამ ცხოვრებამ -
ტკბილმა, - უფრო ქინაქინამ.
ზოგმა აწმყოს შეაკურთხა,
ზოგმა წარსულს მიაკივლა,
ისევ ის თუ შემეწევა,
ვინც აქამდე მიაქიმა.

??????