ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * მაგია მზისა... 

მაგია მზისა, მაგია მთვარის
იყო ამ ქვეყნად, თუ აღარ არის.
უჩვეულოა მაგია ზოგი -
როს სიბნელეში რენტგენოლოგი
ეძებს და ამჩნევს ავადმყოფ მხარეს.
დარჩენილ ტყვიით - ტკივილებს მწარეს.
იგი ეპოქის არის მაგია -
მზეა, ჩვენია, ამხანაგია.

1928

??????