ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

უხმო ფარფატი 

ამ ბავშვის თვალწინ გადაიქცა დაისი ფრანად,
რომ დაეკარგა მზერის ძაფს და გაუჩინარდა,
გარბოდა იგი გაჩხინკული და სიფრიფანა
და მიჰყვებოდა დღე-ღამეებს წრეზე მდინართა.
რა მომიტანა მოგონების ამ აფეთქებამ,
პეპლის ჩრდილივით წამებს შორის უხმო ფარფატი,
ფურცელი, წიგნი, პროსოდია და ანბანთქება
და წარსულიდან მოღწეული ექო ბარბითის.
გამომიწოდა შეღამებამ ბუდე ჭილყვავის,
გაოცებისგან უნებლიეთ რომ ვიღიმოდი
და ავედევნე სიბნელეში შებოჭილ ყვავილს,
რომელიც არ ჩანს და სურნელით აქვე მიმოდის.
შენ ხომ ფესვებით შეგიძლია გასცდე აზიას,
თუმც ყვავილივით სევდის ბაღში ამოსულს ჰგავდი
და ყოველივე ისევ ხელის გაწვდენაზეა,
უცნობი სიტყვის უნებლიე ამოსუნთქვამდი.

??????