ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * დღე შემოდგომის ცივი... 

დღე შემოდგმის ცივი
ვერსად პოულობს ალაგს,
უკანასკნელი სხივი
ემშვიდობება ქალაქს.
კუნძულებიდან ქარი
მოდის უდაბურ დღეთა,
სწუხს ტრამვაების ზარი
და ავტოების ბნედა.

ტყვიისმფრქვეველის კაკანს
და კონონადას დღისას,
ბნელ სადგურების ბაქანს
მისდევს წუხილი ტყისა.
მიდის. არა აქვს სახლი
და ბედნიერი ბინა,
რუხი ფარაჯის ახლო,
ჯარისკაცების წინა.

და ყველაფერში, რასაც
დღე უცქეროდა ნდობით,
იხატებოდა მასსა
გამწარებული ომით.

1927

??????