ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ქარებმა კარი შემოაჯახეს 

ქარებმა კარი შემოაჯახეს,
დაკრა გრიგალის სიმამაცემა,
ო, ისტორია ერთი ოჯახის...
ერთი ოჯახის მწარედ დაცემა.
ქარიშხლის შემდეგ სდუმს იგი მხარე
და უსაზღვრობა მე შევიყვარე.

1927

??????