ის მღერის როგორც დარის დარება,
იმისი გული - ხალხის გულია.
მასში მოისმის იდუმალთა ხმათ მწუხარება,
გრძნობა, რომელიც დაკარგულია.
ის ხეტიალობს ასეთნაირ განწირულებით,
როგორც სამოთხის დახურულ კართან,
გულზე აჩნია უკურნავი დროის წყლულები,
გაუნელებელ ცეცხლთა და ქართა.
1927