ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

ბგერათა სუნთქვა 

არც უფიქრია, რომ გულიდან ამოეშანთა
ხსოვნა, რომელშიც ჩამალულა წუთი კეთილი,
იგი წკრიალებს, როგორც ბგერა ღამის ეჟვანთა,
დუმილის ბზარში უნებლიეთ ჩამოღვენთილი.
ყურს აღარ უგდებს, რას ბუტბუტებს ვინმე მროშავი,
თვალის სარკეში საღამოსფერ თმას რომ იშლიდა,
რადგან, უფალო, შენს ხელშია მისი დრო-ჟამი,
ვისი თვალებიც მწუხარებით ამოიშრიტა.
გახადე ძაძა, სიხარულით იგი შემოსე
და აუხილე ორთავ თვალი დარდით ნარღვევი,
იგი შეიგრძნობს მოულოდნელ სიტყვით შემომსვლელს
გულის სისავსით და სხივებად ქცეულ ძარღვებით.

??????