ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

იცვალნენ დრონი 

იცვალნენ დრონი. წარსულის დიდის
დიდებას ვხედავ არა საკმარისს,
ღელავს ფაზისი და მტკვარის მშვიდის
ამოოხვრაა მიდამო არის;
ძველია ჩარჩო ჩატეხილ ხიდის,
გული ერევა ზვირთების რონინს.
რაი-ღა დარჩა წარსულის დიდის?
იცვალნენ დრონი.
იცვალნენ დრონი.

1927

??????